Followers

Monday, March 30, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე განსაკუთრებით შრომატევადი და საინტერესო იყო ჩემთვის, 
ტრენინგი დღესაც ისევე როგორც სხვა დღეები, საშინაო დავალების განხილვით დავიწყეთ, დავალებად გვქონდა პედაგოგის პრეზენტაცია ,, რომელიც უნდა წარმოგვედგინა power point ში. დაწვრილებით განვიხილეთ პრეზენტაციაში შემავალი აუცილებელი საკითხები.

  •  ვისწავლეთ გეგმის შემუშავება, რომელიც უნდა მივაწოდოთ მოსწავლეებს პროექტის დაწყებამდე.
  • ვისწავლეთ და შევქმენით ,, ჩეკლისტი ", -მახასიათებლების ჩამონათვალი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ რომ კარგ შედეგზე გავიდეთ, ჩეკლისტი უნდა დავწეროთ აუცილებლად პირველ ან მესამე პირში (I- პირში, დაწყებით კლასთან, III- პირში, მაღალ კლასებში).
  • გავიხილეთ პრეზენტაციის კრიტერიუმების ჩამონათვალი.
  • ვსწავლეთ МY Draiv- ზე (ჩემი მეხსიერება,) საქაღალდეების ატვირთვა
  • ვისწავლეთ როგორ ავტვირთოთ პორტფოლიოში ჩვენი პრეზენტაცია.

დავალება
  1. ბლოგზე მეექვსე დღის რეფლექსიის გამოქვეყნება.
  2. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა
  3. დავსრულოთ სასწავლო პროცედურები.

კმაყოფილი ვარ ყოველი ახალი ტრენინგის ,,, მადლობელი ვარ ყოველი წამისა და წუთის ,, ტრენერის მიერ გაწეული შრომის, რომელიც, პედაგოგთა გადამზადებას ხმარდება.

2 comments: