ტრენინგი დაიწყო,,, ჯგუფი სიახლის მოლოდინშია, დაღლილობა ნელ-ნელა ქრება ,,, შეუმჩნევლად , მხიარულად, საინტერესოდ და ნაყოფიერად დასრულდა დღევანდელი დღეც: წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ დამზადებული ბუკლეტები, მივიღეთ რჩევები და შენიშვნები ტრენერისგან.ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, სტატიის გამოქვეყნება ბლოგზე. მცირე შესვენების შემდეგ ჯგუფში დავიყავით მსგავსი საგნის პედაგოგები და ვიმუშავეთ თითოეულ პროექტზე,ჩემი პროექტის თემა არის ,, ოჯახის თვიური შემოსავლის განაწილება სხვადასხვა დანახარჯებზე," ესენია: კ ვ ე ბა, ს ა მ ე დ ი ც ი ნ ო მ ო მ სა ხ უ რ ე ბა, გ ა დ ა ს ა ხ ა დ ე ბ ი, ს ხ ვ ა თ ა ნ ხ ე ბ ი. განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გეგმა და 21 -ე საუკუნის უნარ ჩვევების დაკავშირება პროექტის გეგმასთან. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:
ზ ო გ ა დ ი, თ ე მ ა ტ უ რ ი და შ ი ნ ა ა რ ს ო ბ რ ი ვ ი.
ზოგადი:
- რა ადგილი უჭირავს ჩვენს ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში მათემათიკას?
თ ე მ ა ტ უ რ ი:
- რომელ დიაგრამას ჩათვლით ყველაზე ხელსაყრელად ამ მონაცემთა თვალსაჩინოდ წარმოსადგენად?
- რაზე მოდის ჩამოთვლილ მონაცემებზე გაწეული დანახარჯების ძირითადი ნაწილი?
- არის თუ არა მნიშვნელოვანი ოჯახის შემოსავლის წინასწარი გადანაწილება ?
შ ი ნ ა ა რ ს ო ბ რ ი ვ ი:
- :მთელი თანხის რა ნაწილი იხარჯება კვებაზე?
- მთელი თანხის რა ნაწილი იხარჯება გადასახადებზე?
- მთელი თანხის რა ნაწილი იხარჯება სამედიცინო მომსახურებაზე?
- მთელი თანხის რა ნაწილი იხარჯება სხვა დანარჩენზე?
- როგორ გადანაწილდება ოჯახის შემოსავალი პროცენტულად დიაგრამაზე?
- რისი ტოლია იმ ცენტრული კუთხის სიდიდე რომელიც შეესაბამება კვების, გადასახადების,სამედიცინო მომსახურებისა და სხვა დანარჩენის დანახარჯს?
მარეხი მომეწონა შენი თემა,ინტერესით ველოდები სენს პრეზენტაციას
ReplyDeleteმადლობა ნინო.მეც ველოდები,,,,
ReplyDeleteმარეხი მომეწონა შენი თემა. გისურვებ წარმატებას.
ReplyDeleteმომეწონა თქვენი მესამე დღის რეფლექსია.
ReplyDeleteგმადლობ მეგობრებო, გისურვებთ პროექტებით სწავლებაში წარმატება გქონოდეთ, გაემართლებინოთ მოსწვლეებს თქვენი შრომა,,,,
ReplyDelete